ფეხბურთი

21:47 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "ბრაზილიაში სტაბილურობა არაა, აქ უსარგებლო ვარ"

ბრაზილიური „სან პაულუს“ მცველი დანი ალვეში სამშობლოში ყოფნით უკმაყოფილოა. 36 წლის ფეხბურთელის განცხადებით, უსამართლოდ აკრიტიკებენ და ბრაზილიაში სტაბილურობა არ არსებობს.

„ბრაზილიაში სტაბილურობა არ არსებობს. როგორ შეიძლება აქ კარიერა გაიკეთო? აქ მხოლოდ 3 თვეა ვარ და უკვე უსარგებლო ვარ. ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ვარ, თუმცა მედია მაკრიტიკებს ვარ თუ არა გუნდისთვის სასარგებლოდ. „ბარსელონაში“ 8 წელი ვითამაშე და 23 ტიტული მოვიგე, რადგან იქ სტაბილურობა იყო. არ შეიძლება მშენებლობა დღეს დაიწყოს და ხვალ დასრულდეს“, - თქვა დანი ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ ალვეში „სან პაულუში“ გასულ ზაფხულს გადავიდა და 13 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.118354