ფეხბურთი

18:16 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "გოდინის გარდა ჩემი ფეხბურთელებიდან არავის არაფერი აქვს მოგებული"

მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს. იტალიელი სპეციალისტი არ მალავს და ხმამაღლა ამბობს, რომ მათ შემადგენლობა ვერ დაუკომპლექტეს.

კონტემ თქვა, რომ დიეგო გოდინის გარდა, „ინტერმა“ ყველა გამოუცდელი მოთამაშე შეიძინა, რაც შეცდომა იყო:

„ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელთა შემადგენლობაზე, რომლებსაც კარიერაში არაფერი მოუგიათ გოდინის გამოკლებით. ბარელა „კალიარიდან“ ვიყიდეთ, სენსი „სასუოლოდან“... მოთამაშეების ყოველთვის მადლობელი ვარ, ისინი მოედანზე ყოველთვის ყველაფერს დებენ, მაგრამ ფაქტია, გუნდი სათანადოდ დაკომპლექტებული არაა, სამი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს და ეს უკვე დიდ პრობლემას გვიქმნის“, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ზაფხულში ანტონიო კონტემ „იუვენტუსი“ სწორედ ხელმძღვანელბასთან კონფლიქტის და ტრანსფერებზე შეუთანხმებლობის გამო დატოვა.

სტატისტიკა
0.260816