ფეხბურთი

17:22 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის "ნაპოლიში" კონფლიქტი აქვს და "ბოკა ხუნიორსში" წასვლას აპირებს

იტალიურ „ნაპოლიში“ ბოლო დროს ქაოსმა დაისადგურა და გუნდი კრიზისში. ნეაპოლელები სერია A-ში მხოლოდ მეშვიდე ადგილზე არიან, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გუშინ „ზალცბურგთან“ გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს გაიფორმებდნენ.

თუმცა, შეხვედრა ფრედ დასრულდა „ნაპოლიმ“ ეს საკითხი სამომავლოდ გადადო. კარლო ანჩელოტისა და აურელიო დე ლაურენტისს შორის კი, როგორც ჩანს კონფლიქტია. კლუბის მფლობელმა ფეხბურთელებს კვირამდე კლუბის ბაზაზე დარჩენა და იქიდან ცხვირის გარეთ არგაყოფა უბრძანა. ანჩელოტიმ კი, ღიად თქვა, რომ დე ლაურენტის სეს გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელი იყო.

„ზალცბურგთან“ მატჩის შემდეგ კი, კარლო პრეზიდენტის მოთხოვნას არ დაემორჩილა (ისევე როგორც ფეხბურთელები) და სახლს მიაშურა. საინტერესო ისაა, რომ იტალიელი სპეციალისტი არც პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ უეფა ამას ყველა მწვრთნელს ავალდებულებს.

Fox Sport-ის ინფორმაციით, 60 წლის სპეციალისტი „ნაპოლის“ დეკემბერში დატოვებს, შემდეგ კი არგენტინაში გადაბარგდება და „ბოკა ხუნიორსს“ ჩაიბარებს. ჯერჯერობით ამ საკითხზე უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი „ნაპოლიში“ 2018 წლის ზაფხულიდან მუშაობს.

0.110444