ფეხბურთი

16:23 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი პრეზიდენტის მოთხოვნას დაემორჩილა

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის „ზალცბურგთან“ მატჩის შემდეგ (1:1), პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნას დაემორჩილა და საკლუბო ბაზაზე დაბრუნდა - გვამცნობს თავის ოფიციალურ საიტზე ცნობილი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

წყაროს ინფორმაციით, „ზალცბურგთან“ მატჩის შემდეგ, 60 წლის სპეციალისტი და მისი თანაშემწეები კლუბის ბაზაზე დაბრუნდნენ, რათა სოლიდური ჯარიმისათვის აერიდებინათ თავი. საქმე ის არის, რომ ლაურენტისმა მწვრთნელ-ფეხბურთელებს დაავალა შეხვედრის შემდეგ ბაზაზე მისულიყვნენ და შემდეგ იქ ხუთი დღის განმავლობაში დარჩენილიყვნენ.

ფეხბურთელებმა პრეზიდენტის მოთხოვნას ყური არ თხოვეს და მატჩის შემდეგ სახლებში წავიდნენ.

0.10817