ფეხბურთი

12:54 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვეთ"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში "ბარსელონა" "სლავიას" 0:0 დაუზავდა. მატჩისშემდეგ კატალონიელთა თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ მატჩისშემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სამწუხაროდ ვერ გვიმარჯვეთ, ეს ჩვენი ერთ-ერთი ცუდი თამაში იყო. გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო, რადგან აუცილებლად უნდა მოგვეგო. არაუშავს ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ახლა მომდევნო შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ"- განაცხადა ვალვერდემ.

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 8 ქულით პირველ ადგილზეა. "ბარსა" ლა ლიგის მე-13 ტურში შინ "სელტას" დაუპირისპირდება, შეხვედრა 9 ნოემებრს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113752