თამაშგარე

10:24 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

აგბანი - კდემამოსილი ნიგერიელი მოდელი

აგბანი დორეგო 37 წლის ნიგერიელი მოდელია, რომელსაც ახალგაზრდული სიცქვიტის წლები მართალია უკან აქვს მოტოვებული, მაგრამ თავის სამშობლოში ძველებურად პოპულარულია და ეს წარმატება ალალად უნდა ვთქვათ, რომ ამ მშვენიერმა ქალბატონმა ნამდვილად დაიმსახურა.

აგბანი დორეგო მისი ბევრი კოლეგისგან განსხვავებით არასოდეს ყოფილა “ქარში სიყვარულის მდევნელი“ და მაშინ როდესაც მასზე მამრნი გიჟდებოდნენ, ის მაინც გათხოვილი ქალისათვის დამახასიათებელ ცხოვრების მშვიდ წესს არჩევდა, სადაც ყველაფერი იყო გარდა პოპულარობის მოსახვეჭად მოგონილი ათასი სიგიჟისა.

იყო დრო, როდესაც ეს ქალი ნიგერიის საფეხბურთი ნაკრების მთავარ თილისმად ითვლებოდა და “არწივები“ პრესკონფერენციას, მიღებას თუ მნიშვნელოვან შეხვედრას ისე არ გამართავდნენ, აგბანიც რომ არ მიეწვიათ. ასეთი ტიპის აქტივობასაც მოდელმა საკუთარი სურვილით დაანება თავი და გზა ახალგაზრდა, პოპულარობის მაძიებელ გოგონებს დაუთმო.

0.152231