ფეხბურთი

22:49 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორი დღე და ორი თამაში - "ლივერპულის" მჭიდრო გრაფიკი

„ლივერპულს“ დეკემბრის თვეში ძალზე მჭიდრო კალენდარი აქვს. „წითლები“ 17 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასზე ბირმინგემის „ასტონ ვილას“ უნდა დაუპირისპირდნენ, ხოლო 18 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ყატარში ელოდებათ თამაში.

ამ ორ მატჩს შორის სხვაობა 48 საათიც არაა და ლოგიკურია, რომ იურგენ კლოპი რთული მისიის წინაშე დადგა. რაც მთავარია, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია არ აპირებს შეღავათის გაწევას და მატჩის გადადებას.

კლუბის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ლივერპული“ ძირითადი გუნდით ყატარში გაემგზავრება, ხოლო „ასტონ ვილასთან“ სათამაშოდ მოედანზე დუბლშემადგენლობა გავა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ცოტა ხნის წინ სწორედ მჭიდრო კალენდრის გამო ინგლისის ლიგის თასიდან გუნდის თვითნებურად მოხსნაზე საუბრობდა.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116007