სხვა

21:17 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა პეგასის და იმედის მოგებებით დაიწყო

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. პირველ დღეს თბილისის პეგასმა 39-34 მოუგო გორს, სტუ-იმედმა 39-32 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტი.

ორივე მოგებული გუნდი, პეგასი და იმედი, წინა ჩემპიონატის პრიზიორია, თუმცა, მას შემდეგ თითქმის ყველა გუნდის შემადგენლობაში საკმაო ცვლილებები მოხდა და ფავორიტების წინასწარ განსაზღვრა ადვილი არ ყოფილა.

გორელებმა თითქმის საუკეთესო შემადგენლობას მოუყარეს თავი და დაიმატეს მეკარე ჯონი ცერცვაძე, ვინც 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ბათუმს შვიდმეტრიანების სერია მოაგებინა ქუთაისთან. გორი კარგა ხანს უძალიანდებოდა პეგასს, რომელსაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდა - კალანდაძე კარიერას საფრანგეთში აგრძელებს, ზარნაძე - ქუთაისში, ლაპიაშვილი - ბათუმში. წინა პირველობის ვერცხლის პრიზიორმა ტაიმი 18-15 მოიგო, შესვენების შემდეგ წინ გორი გავიდა და თბილისელებმა მხოლოდ ბოლო ხუთ წუთში დაიბევეს მოგება - 39-34.

დასრულებამდე 15 წუთით ადრე თანაბარი იყო სტუ-იმედისა და სპორტუნის მატჩიც: 26-26 და აქაც გამარკვებული ბოლო წუთებმა გამოავლინა - ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონმა და წინა პირველობის მესამე პრიზიორმა, იმედმა 39-32 მოიგო.

ხვალ, ოლიმპიურ სასახლეში 16 საათზე თამაშობენ სპორტუნი - პეგასი, 18 საათზე - გორი - იმედი-სტუ. ზეგ ეს ოთხეული მესამე ტურის მატჩებს გამართავს, 11-13 ნოემბერს კი ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩემპიონატს დაიწყებს 4 დანარჩენი კლუბი - ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, ქუთაისი, სამტრედია და წყალტუბო.

ფორმატი უცვლელია - სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 5 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

პეგასი - გორი 39-34

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი - ბაძაღუა 10, კუხალაშვილი 7, ჟვანია 6, პატაშური 6, კოხრეიძე 5, გვაზავა 4, ჩეჩელაშვილი 1, კობახიძე, შუბითიძე, მდივანი, გ. არეშიძე - მწვ. კალანდაძე, სახვაძე

გორ: ცერცვაძე, გლუნჩაძე - დალაქიშვილი 11, გაგლოშვილი 10, ახალბედაშვილი 7, მჭედლიშვილი 4, ნიაზაშვილი 1, ჯაფიაშვილი 1, ოქროპირიძე, მეტრეველი, შემშენოვი, ბერუაშვილი, - მწვ. მამაცაშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

იმედი-სტუ - სპორტუნი 39-32

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი - ყორიაული 10, დიდია 10, თიგიშვილი 6, გავაშელიშვილი 4, გრიშიკაშვილი 3, ერისთავი 3, აბჟანდაძე 2, კორსანტია 1, გოგალაძე, დანელიშვილი - მწვ. კეკელიძე, ორჯონიკიძე

სპ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - გ. იობაშვილი 12, ბულბულაშვილი 11, ჯ.იმნაძე 3, გულდედავა 3, ზურაბიანი 2, ჩიკვილაძე 1, დელიბაშვილი

მსაჯები: გ. გველესიანი - თ. ბჟალავა, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

6 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

16:00 სპორტუნი - პეგასი

18:00 გორი - იმედი-სტუ

7 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

15:30 გორი - სპორტუნი

17:30 პეგასი - იმედი-სტუ

11 ნოემბერი, ქუთაისი

14:00 BSB ბათუმი - წყალტუბო

15:30 ქუთაისი - სამტრედია

12 ნოემბერი, ქუთაისი

14:00 სამტრედია - BSB ბათუმი

15:30 ქუთაისი - წყალტუბო

13 ნოემბერი, ქუთაისი

14:00 წყალტუბო - სამტრედია

15:30 BSB ბათუმი - ქუთაისი -

გაგრძელდება 26 ნოემბერს

0.126779