ფეხბურთი

15:50 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო: „ბედნიერი ვარ, ანრის შედეგს რომ ვუახლოვდები“

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, ჟურნალისტებთან აღფრთოვანება ვერ დამალა, იმ ფაქტის გამო, რომ უახლოეს ხანში შეუძლია პრემიერლიგის საუკეთესო მეგოლის, ტიერი ანრის შედეგის გაუმჯობესება. ის ფრანგს მხოლოდ ორი ბურთით ჩამორჩება.

„ბედნიერი ვარ, ამდენი გოლი რომ გავიტანე და ანრის მივუახლოვდი. ის დიდებული ფეხბურთელი იყო და პრემიერლიგაში მთელი ეპოქა შექმნა. მისი გადასწრება არაჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველთვის განსაკუთრებულად დამამახსოვრდება ცხოვრების განმავლობაში.

გავაგრძელებ მუშაობას, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.

მინდა ფეხბურთით ვისიამოვნო. ევროპაში 18 წლის ჩამოვედი, ახლა კი 31-ის ვარ. დრო ძალიან მალე გადის და ბევრის მოსწრება მინდა.“ - ციტირებს აგუეროს სიტყვებს France Football.

0.118095