ფეხბურთი

14:36 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიაში ისევ არ გაუშვა და საუკეთესოდ დაასახელეს (+VIDEO)

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-10 ტურში გიორგი მაკარიძის სეტუბალის „ვიტორიამ“ „ბოავიშტას“ უმასპინძლა და მარლონის ავტოგოლით მნიშვნელოვანი, სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი მეკარე კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სტუმრებს მართლაც დიდი უპირატესობა ჰქონდათ და უმეტესაც არაზუსტად ურტყამდნენ, მაგრამ ჩვენებურსაც საქმე არ აკლდა და 5 სეივით დაასრულა თამაში. ორჯერ კი მართლაც რთული ბურთი აიღო და კიდევ ერთხელ შეინახა კარი მშრალად.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 6 გოლი გაუშვა და 7 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია, მშრალი თამაში ჩაატარა, რაც ბუნებრივია დიდებული შედეგია. სეტუბალელები კი 10 ტურის თავზე 12 ქულით (2 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება) მე-11 ადგილზე არიან. სხვათა შორის, „ბოავიშტა“ ამ სეზონში პირველად დამარცხდა.

0.143676