ფეხბურთი

13:49 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გუტიმ „ალმეირა“ ჩაიბარა

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი, ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი, რომელსაც გუტის სახელით უფრო ვიცნობთ, „ალმერიის“ მთავარი მწვრთნელი გახდა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური საიტი.

ხელშეკრულების ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია. გუტიმ ამ პოსტზე პედრო ემანუელი შეცვალა.

გუტი „რეალის“ აღზრდილია და მთელი კარიერის განმავლობაში (1994 - 2010) მის ღირსებას იცავდა. კარიერის ბოლოს კი ერთი სეზონი „ბეშიქთაშში“ გაატარა.

სამწვრთნელო კარიერაც მშობლიურ კლუბში 2013 წელს დაიწყო, ის მადრიდელთა 19-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა.

შარშან კი „ბეშიქთაშის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა.

„ალმერია“ ესპანურ სეგუდაში 14 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111233