სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

12:24 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | პატარძეული ერთპიროვნულად ლიდერობს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პირველი ლიგის მეშვიდე ტური, ასპინძაში, ‘ტაოსა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ შეხვედრით დაიწყო. მესხებმა მედგრად და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა გარე კახელთა უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ და კლასმა თავისი გაიტანა. ‘ვეფხვებმა’ მატჩი პრემიის თანხლებით 40:10 მოიგეს, რამაც ზვიად ცუხიშვილისა და ზურა ამონაშვილის შეგირდებს სატურნირო ცხრილის სათავეში ეულად დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა. გარე კახელებმა სეზონის შვიდივე შეხვედრა პრემიით მოიგეს და მაქსიმალური, 35 ქულა დააგროვეს.

‘ვეფხვებმა’ მასპინძლებს ტაიმებში 3-3 ლელო გაუტანეს. ლელოთა უმრავლესობა ფავორიტმა სწრაფი, ხელდახელ დინამიური თამაშით დადო. პირველ ნახევარში გარე კახელთა მხრიდან თავი ფულბეკმა კლავდიუს ხუციშვილმა, შუამარბმა ლაშა ბრეგვაძემ და ბურჯმა ლუკა მუჩიაშვილმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა ლელოს დადება მეორე ტაიმშიც მოახერხა, რასაც მღლეტელ გიორგი მექვაბიშვილისა და შუამარბ მურაზ გიორგაძის ლელოებიც დაერთო. ‘ტაომ’ კი ერთადერთი ლელო პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა. მალხაზ ჭეიშვილის შეგირდთა მხრიდან მარჯვენა ფრთა ლევან ბუცხრიკიძე გამოირჩა.

ფოთის ‘პარკი არენაზე’, ‘ოზურგეთის ‘არწივები’ და სტეფანწმინდას ‘ყაზბეგი’ დაუპირისპირდნენ. საკუთარი სტადიონის რეკონსტრუქციის გამო, გურულები საშინაო მატჩებს კოლხეთში მართავენ. კოკისპირული წვიმისა და მძიმე გრუნტის გამო მეტოქეთა დამრიგებლებს კორექტივების შეტანა უშუალოდ მატჩის მსვლელობისას რამდენჯერმე მოუხდათ.

მოხევეებს დაცვაში ერთადერთი სერიოზული შეცდომა ლელოს მიღების ფასად დაუჯდათ. ‘ყაზბეგმა’ საკუთარ 5-მეტრიანთან თავისივე დერეფანი წააგო, რამაც ‘არწივების’ ჰუქერ გიორგი ბეჟანიძეს ლელოს გატანისა და საკუთარი გუნდის დაწინაურების შესაძლებლობა მისცა. ‘ყაზბეგის’ მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ჩქარეულმა შექმნილ ვითარებას ალღო დროულად აუღო. ენერგიულმა, ნიჭიერმა სპეციალისტმა აქცენტი სტატიკასა და მოკლე, მძლავრ დარტყმებზე გადაიტანა. შედეგად, მოხევეებმა კარში დასარტყამი 5 ჯარიმა გამოიმუშავეს. მართალია, ‘ყაზბეგის’ მგეზავმა გიორგი ასათიანმა 2 ჯარიმა ხელსაყრელი პოზიციიდან გააცუდა, სანაცვლოდ რთული პოზიციებიდან 3 ჯარიმა უზადოდ შეასრულა, რითაც ტურის მწირქულიან შეხვედრაში საკუთარ გუნდს რთული გამარჯვება მოუტანა 9:5. მოხევეები თავიანთ ისტორიულ აღმასვლას განაგძობენ. ‘ყაზბეგმა’ მიჯრით მეხუთე მატჩი მოიგო და 22 ქულით, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი გაიმყარა. ‘არწივებმა’ კი სეზონში მეხუთე მარცხის შემდეგ მერვე ადგილზე ჩაინაცვლეს.

სეზონის პირველმა ტოპ-მატჩმა ქუთაისში დიდი ინტერესი გამოიწვია. ‘არესმა’ პრინციპულ მეტოქე ‘არმიას’ უმასპინძლა. დაუმარცხებლად მყოფ და დიდი 10-ის საგზურის მაძიებელთა შეხვედრა მოსალოდნელისამებრ უაღრესად დაძაბული გამოდგა. ‘ჯარი’ ტრადიციულად უპირატესობის მოპოვებას სტატიკაში ეშურებოდა, ‘ომის მრისხანე ღმერთი’ კი დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, აქცენტს სწრაფ კონტრიერიშებზე აკეთებდა.

‘არესს’ დაცვაში პრაქტიკულად ერთადერთი შეცდომა ლელოს მიღების ფასად დაუჯდა. რიონისპირელებმა საკუთარ 5-მეტრიანში თავისივე დერეფანი წააგეს და სტუმართა ჰავბეკმა სანდრო ნახუცრიშვილმა ლელო დაუბრკოლებლად გაიტანა. სერგო ფრუიძის შეგირდებმა ტემპს უმატეს, ფრთა ამირან შვანგირაძემ ‘ჯარს’ ოვალი ცენტრის სიახლოვეს ჩაუჭრა და მაღალ სიჩქარეზე გატანილი ლელოთი ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს ‘არესის’ მგეზავმა ბონდო აბაშიძემ ჯარიმით მასპინძლები 3-ქულიანი სხვაობით დააწინაურა 8:3.

‘არმიას’ დამრიგებელმა ლევან ცაბაძემ გარკვეული კორექტივები შეიტანა, თუმცა მასპინძელთა ჩაბეტონებულ დაცვას ვერაფერი მოუხერხა. მწყობრად და ორგანიზებულად მობურთავე ‘სერჟის’ ბიჭებიდან, დაცვაში საიმედო თამაშით განსაკუთრებით ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ბინადარ ‘არესის’ მწვრთნელი, მარბიელი ნიკა სირაძე, მღლეტელი ბექა ვარდანიძე და თერჯოლელი ფეხმარდი ფრთა ირაკლი ცხადაძე გამოირჩნენ. შეხვედრის ბედი ბოლო 10 წუთში გადაწყდა. ‘არესის’ შუამარბმა ლაშა ძნელაძემ, თანაგუნდელი შვანგირაძის ტყუპისცალივით მსგავსი ლელო გაიტანა. ძნელაძემ ‘არმიას’ შეტევა ცენტრში ჩაუჭრა და ‘ჯარმა’ ვერც მისი შეჩერება ვერ მოახერხა. შეცვლაზე შესულ მოთამაშე-მწვრთნელ გაგა სინაურიძეს გარდასახვა არ გაჭირვებია და მატჩის საბოლოო ანგარიშიც 15:5 დაფიქსირდა, რამაც ‘ლეონსიოს’ ბიჭები სულაც ნუგეშის გარეშე დატოვა. ‘არესმა’, პატარძეულის მსგავსად სეზონის ყველა შეხვედრა მოიგო, თუმცა ამჯერად პრემიის გარეშე, რამაც გარე კახელებს, რიონისპირელთა 1 ქულით გასწრებისა და ერთპიროვნულად გალიდერების შესაძლებლობა მისცა. ‘არმია’ კი პირველი მარცხის შემდეგ ლიდერ ‘ვეფხვებს’ უკვე 6 ქულით ჩამორჩა.

ქართული რაგბის უხნესმა გუნდმა ‘დინამომ’ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება გაიფორმა. ლევან რამიშვილის შეგირდებმა ქუთაისის ‘ბაგრატს’ ‘შევარდენზე’ უმასპინძლეს და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთზე მგეზავ ირაკლი გოდერძიშვილის გატანილი ჯარიმით 17:14 იმარჯვეს. მანამდე გოდერძიშვილმა თანაგუნდელების, მღლეტელ თენგიზ ელიკაშვილისა და შუამარბ გოჩა ხვიჩიას დადებული ლელოები გარდასახა.

მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფმა ‘ბაგრატმა’ ასევე 2 ლელოს გატანა მოახერხა და ანგარიშიც 2-გზის გაათანაბრა. რიონისპირელთა რიგებში გატანილი ლელოებით ფრთა ბექა ფრუიძე და მარბიელი თორნიკე იობიძე გამოირჩნენ. გარდასახვები ფულბეკმა ცოტნე კვესელავამ უზადოდ შეასრულა. აღებული ნუგეშით, ‘ბაგრატი’ ცხრილში ოზურგეთის ‘არწივებს’ გაუთანაბრდა და ბურთების საერთო უკეთესი სხვაობით მეშვიდე პოზიცია შეინარჩუნა. ‘დინამო’ კი პირველი მოგების მიუხედავად, ბოლოსწინა მეცხრე ადგილზე დარჩა.

‘შევარდენის’ სარაგბო არენამ ტურის დასკვნით შეხვედრასაც უმასპინძლა. პირველობის აუტსაიდერმა და მონაწილეთა შორის ერთადერთმა მოუგებლად მყოფმა ‘ივერია ვარკეთილმა’ მართალია წარმატებას ამჯერზეც ვერ მიაღწია, თუმცა გიორგი ბუბუნაურის ბიჭებმა ‘დევებს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა უწიეს და სეზონის საუკეთესო შეხვედრაც ჩაატარეს. თავად ბუბუნაურმა, ვინაც ამავდროულად გუნდის კაპიტანი გახლავთ, ბოლო წუთებზე პრესტიჟის ლელოს გატანა მოახერხა. მატჩის პირველი ქულები კი ‘ივერიას’ ფულბეკმა ნიკა სირაძემ საჯარიმო დარტყმით აიღო.

თვალსასეირო შეხვედრის დიდი ნაწილი ‘დევებმა’ შეტევაში გაატარეს, 4 ლელოს დადებაც მოახერხეს და მატჩი პრემიის თანხლებით 22:11 მოიგეს. ზუკა შენგელიას შეგირდთაგან ლელოთა ავტორები: გარემარბი რატი გორჯომელიძე, შუამარბი პავლე ტოფაძე, ბურჯი გიორგი კოპალეიშვილი და შეცვლაზე შესული მესამეხაზელი ოთარ მეტრეველი გახლავან. ‘დევებმა’ სეზონში მეორე გამარჯვებით 10 ქულას მოუყარეს თავი და სატურნირო ცხრილის მეექვსე საფეხურზე პირველად აღზევდნენ.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110861
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X