ფეხბურთი

22:30 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში იმმობილე საუკეთესოა

იტალიის სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ჩირო იმმობილე დასახელდა. აღნიშნული ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა გაავრცელა.

„ლაციოს“ ფორვარდმა გასულ თვეში 5 მატჩი ჩაატარა და მეტოქე კარი რვაჯერ აიღო. შესაბამისად, თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი დამსახურებულად მოიპოვა. იტალიელი შემტევი შესანიშნავ სეზონს ატარებს, 11 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი და სერია A-ს ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს.

აქვე გეტყვით, რომ სექტემბერში იგივე ჯილდო „ფიორენტინას“ ფრანგ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის გადაეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127094