ფეხბურთი

19:52 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასმა ვარჯიში დაიწყო

პორტუგალიური „პორტუს“ მეკარემ იკერ კასილიასმა ვარჯიში განაახლა. ესპანელმა მეკარემ ამის შესახებ ცნობა საკუთარი ტვიტერის გვერდიდან გაავრცელა.

კასილიასს იძულებით უქმობა ზუსტად 6 თვის განმავლობაში მოუწია. 38 წლის კიპერმა დღეს 20-25 წუთის განმავლობაში ინდივიდუალურად ივარჯიშა და ეს პირველი ნაბიჯებია დაბრუნებისკენ.

შეგახსენებთ, რომ იკერმა 1 მაისს გულის შეტევა გადაიტანა და ოპერაცია გაიკეთა. თავდაპირველად ექიმები ამბობდნენ, რომ ლეგენდარული მეკარე კარიერას ვერ გააგრძელებდა, მაგრამ კასილიასი არ დანებდა და ფეხბურთის თამაშს ისევ აპირებს.

0.116501