ფეხბურთი

18:25 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" წინადადება "სიტის" - 81 მილიონი და ბეილი სტერლინგის სანაცვლოდ

მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ შემტევ რაჰიმ სტერლინგს ეპატიჟება. Sky Sports-ის ცნობით, „სამეფო კლუბი“ ინგლისელის გადაბირებას ზაფხულში ეცდება და „ქალაქელებისთვის“ კონკრეტული წინადადებაც გაამზადა.

ესპანელები „სიტის“ 70 მილიონ გირვანქა სტერლინგსა და გარეთ ბეილს სთავაზობენ. უელსელი დიდი ხანია ზინედინ ზიდანის გეგმებში არ ჯდება და თავად ფეხბურთელსაც ყველაზე მეტად ბრიტანეთში დაბრუნება უნდა.

თუმცა, ტრანსფერი შესაძლოა იმ გარემოებამ გაართულოს, რომ პეპ გვარდიოლასთვის სტერლინგი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და თუნდაც მსგავსი მსუყე წინადადება არ მიიღოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115534