კალათბურთი

13:15 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 6 ქულა, 5 მოხსნა და გასვლითი გამარჯვება ვალენსიაში

ესპანეთის ჩემპიონატში ძალიან პრონციპული მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”, რომელიც სტუმრად “ვალენსიას” დაუპირისპირდა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 88:86 იმარჯვა.

კუნძულელთა ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:25 წუთი დაჰყო. ბურჯანაძემ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მონაგარმა 6 ქულა და 5 მოხსნა შეადგინა. საუკეთესო კი უბერებელი ომარ კუკი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 8 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.

3 მოგებითა და 4 მარცხით გრანკანარიელები ცხრილში 8-14 ადგილებს იყოფენ. შემდეგ მატჩს ბურჯანაძის გუნდი 9 ნომბერს, სტუმრად “ბილბაოსთან” გამართავს.

GBF.GE

0.112483