ფეხბურთი

18:57 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი: "დინამო ბათუმში" საკუთარი პრობლემის დანახვა არ უნდათ, ეს განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩება"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „დინამო ბათუმის“ მფლობელ არჩილ ბერიძის კომენტარს უპასუხა და თქვა, რომ მისი ბრალდებები, რეაგირების გარეშე არ დარჩება.

კობიაშვილის განცხადებით, ფაქტების გარეშე ასეთი საუბარი მიუღებელია და „დინამო ბათუმს“ საკუთარი პრობლემების დანახვა არ უნდა. ამიტომ, ხელს სხვისკენ იშვერს. ამის შესახებ კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში, „სპორტი იმედზე“ განაცხადა.

ივანწმინდას მოედნის საფარი - „ეს კატასტროფაა“

„საერთო ჯამში ვიტყვი, რომ ეს თამაში იყო თავიდან ბოლომდე იყო პრობლემატური მინდვრის საფარიდან დაწყებული, ყველაფრით. ჩემთვის ამ მოედანზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია და ეს კატასტროფაა. თუ რაიმე სახის კრიტიკას ვიღებთ, რასაკვირველია ეს უნდა მივიღოთ და ვიღებთ ამ კრიტიკას. მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია ვერ მიიღებს კრიტიკას და უნდა მიიღოს გუნდებმაც და მათ შორის „ჩიხურამაც“, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამ მოედანზე ეთამაშა. ერთადერთი პრობლემატური მინდორი დღეს მხოლოდ საჩხერეში გვაქვს და მომავალი სეზონიდან ეს პრობლემაც აღარ იქნება. თუმცა, შარშანაც იგივე მდგომარეობა იყო. იწყებენ თამაშს თბილისში, შემდეგ კი ზაფხულში ოდნავ უკეთესი ვითარება როცაა, მიდიან და იქ თამაშობენ. გუნდმა გადაწყვიტა, რომ სეზონის ბოლომდე დარჩენილიყო. ვიმეორებ ჩემთვის ასეთ მინდორზე თამაში მიუღებელია, მაგრამ გუნდმა ასე გადაწყვიტა. შარშან ამ პერიოდში გადაწყვიტეს, რომ თბილისში ეთამაშათ, რადგან კარგი გუნდი ჰყავდათ და მიიჩნიეს, რომ უკეთეს მოედანზე თამაში ჯობდა, მაგრამ ვინაიდან წელს ისეთი ძლიერი გუნდი არაა, რაც სატურნირო ცხრილიდან ჩანს, ამჯობინეს, რომ დარჩენილიყვნენ იქ, რომ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ქულების მოპოვების უფრო შანსი ექნებოდათ და ეს ლოგიკურია. მარტო სფფ-ისკენ ხელს ვერავინ გამოიშვერს, ყველა გუნდის მოვალეობაა იზრუნოს ლიგაზე, მათ შორის „ჩიხურა“, რადგან ამ მოედანზე თუნდაც ერთი თამაშის ჩატარება, საერთო სურათზე და იმიჯზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს.

მიუღებელი განცხადება - „რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია რაც ბოლო დღეებში მოვისმინე. ფედერაციას ხელს დაადებს თუ არა, ეს მნიშვნელოვანი არაა, მთავარია ქართული ფეხბურთი. მესმის, რომ ემოციურ ფონზე ადამიანმა შეიძლება სხვა ტონზე ისაუბროს, მაგრამ მეორე დღესაც, რომ იგივეს აგრძელებს, ეს მიუღებელია და გპირდებით ჩვენის მხრიდან ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. ნამდვილად არ მინდა ვინმეს დაცვა, მაგრამ ჩემი აზრით, პირველი ეპიზოდი პენალტი იყო, მე რომ მსაჯი ვიყო, დავნიშნავდი. თუმცა, მეორე ეპიზოდი საკამათოა, ამ კადრებით, რაც არის, არ ჩანს იყო თუ არა კონტაქტი, ეს არ ვიცით, ძნელი დასანახია. რასაკვირველია, ეს სათამაშო ეპიზოდია, კონტაქტი რომც არ იყოს, შემტევი ფეხბურთელი კარგავს კოორდინაციას, ვისაც ფეხბურთი გვითამაშია ეს ვიცით, როდესაც ვარდნაა და არც მეხება, შეიძლება გადადგმული ნაბიჯი ვერ დავდგა სწორად და დავეცე, ხელი შემიშალა, შესაძლოა ესეც ჯარიმაა და ვიღაც დებს, ვიღაც - არა. ამაზე შეგვიძლია ვიდაოთ. აქ ჩემთვის მთავარი ისაა, რომ „დინამო ბათუმი“, რომელსაც პრობლემა თვითონ გუნდში აქვს და ყველამ კარგად იცის, რომ ასეა, დამნაშევს სხვაგან ეძებს. გორშიც ცუდი მოედანი ჰქონდათ? „ვიტ ჯორჯიასაც“ ცუდი მოედანი ჰქონდა? ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და მეტსაც გეტყვით, „დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისის“ თამაშიც არ შეიძლებოდა იმ მოედანზე და ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება არ შეიძლება „ანგისის ბაზაზე“, მაგრამ ჩვენც რაღაცას ვითვალისწინებთ, ბათუმი, გულშემატკივარი, ბევრი ნიუანსია. თუმცა ეს არის პირდაპირი მაგალითი, რომ არ გინდა პრობლემა შენში დაინახო და დამნაშავეს სხვაგან ეძებ. კიდევ გეტყვით, რომ წელს ყველაზე მეტი პენალტი ბათუმმა შეასრულა და ყველაზე ცოტა მის კარში დაარტყეს. შეგვიძლია გავარჩიოთ იყო თუ არა ყველა დასანიშნი. თუნდაც „ვიტ ჯორჯიასთან“ ან ქუთაისში, ჩემი აზრით, არცერთი არ იყო პენალტი. ასე, რომ პირდაპირ გამოხვიდე და შეურაცხყოფა აყენო, არ შეიძლება და რეაგირების გარეშე არ დარჩება. თორემ, მსაჯმა შეცდომა დაუშვა, ამას არ გავუბირვართ და ვიმეორებ, თერთმეტმეტრიანი იყო. არასერიოზულია, როდესაც გუნდის პრეზიდენტი ფაქტების გარეშე და ეჭვის დონეზე საუბრობ. ერთი კვირის წინ ყველა კლუბის ხელმძღვანელთან მქონდა შეხვედრა და ვუთხარი, რომ პატივი ეცათ ერთმანეთისთვის, პრობლემაა, რომ ერთმანეთს არ ენდობიან. 4 წელი 10 გუნდს ვემუდარები, რომ პროფესიული ფეხბურთის ლიგა შექმნან, ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, ფინანსური თუ სხვა რესურსით, მაგრამ თავი ვერ მოაბეს, ოთხი წელია...ზუსტად იმოტომ, რომ ასეთ დროს ფედერაციისკენ ხელის გაშვერა ადვილია, თვითონ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ და შეურაცხყოფის მიყენებას არ გავატარებთ. საკუთარი პრობლემის დანახვა არ უნდათ, ბოლო ოთხ თამაშში მხოლოდ ორი გოლი აქვთ გატანილი. რასაკვირველია, მსაჯის მოქმედებაც შეფასდება და პასუხს აგებს, მაგრამ ფეხბურთისთვის ზიანის მიყენება არ შეიძლება“, - თქვა კობიაშვილმა.

0.124663