ჩოგბურთი

17:41 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარტიმ წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ეშლი ბარტიმ კარიერაში პირველად წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.

ფინალში ბარტიმ უკრაინელი ელინა სვიტოლინა 6:4, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 28 წუთს გაგრძელდა.

ეშლიმ ტურნირზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ერთი ჯგუფურ ეტაპზე დათმო. ავსტრალიელმა სვიტოლინას კარიერაში პირველად აჯობა, აქამდე ხუთივე შეხვედრა ევროპელის სასარგებლოდ დასრულდა.

ამ გამარჯვებით, ბარტიმ 3.5 მილიონი დოლარი და 750 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

0.114914