ფეხბურთი

16:16 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: "შანსი ვერ გამოვიყენეთ"

ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩში "რეალი" შინ "ბეტისს" 0:0 დაუზავდა. მატჩის შემდეგ სერხიო რამოსმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, შედეგით ძალიან უკმაყოფილოა.

"ძალიან ცუდი შედეგია. ჩვენ თავზე გაბრაზებულები ვართ. გვქონდა შანსი, რომ ცხრილში პირველ ადგილზე გადავსულიყავით და სხვისი ქულების დაკარგვით გვესარგებლა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამოგვივიდა. მთელი შეხვედრა ვიბრძოდით, შევქმენით მომენტები, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში თავი ვერ გამოვიჩინეთ"- განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ "ლევანტემ" "ბარსელონა" 3:1 დაამარცხა და "სამეფო კლუბს", რომ მოეგო პირველ ადგილზე გადავიდოდა. ახლა 22-22 ქულით "ბარსა" და "რეალი" პირველ-მეორე ადგილს იყოფენ.

0.100131