ფეხბურთი

15:32 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ჩემი მისიაა გუნდები დავაბრუნო იქ, სადაც ყოფნას იმსახურებენ"

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ამბობს, რომ რთული გამოწვევები უყვარს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ის გუნდებს იქ აბრუნებს, სადაც მათი ადგილია.

კონტემ გაიხსენა „იუვენტუსი“, რომელიც ზედიზედ ორი მეშვიდე ადგილის შემდეგ პირველივე სეზონში იტალიის ჩემპიონი გახადა (დაუმარცხებლად), შემდეგ კი, იგივე „ჩელსიშიც“ გააკეთა, სადაც სადებიუტო სეზონში პრემიერლიგა მოიგო.

„ინტერი“? ვიცოდი, რომ ეს გამოწვევა იყო, მიყვარს რაღაც რთულია ძიება, ვფიქრობ, რომ ჩემი ისტორია ჩემზე ნათლად საუბრობს. მე ყოველთვის კრიტიკულ მომენტებში მივდიოდი გუნდებში. შემდეგ ერთად მუშაობით ვახერხებდით მაღალ საფეხურზე ასვლას, სადაც ეს გუნდები ყოფნას იმსახურებდნენ. ჩემი აზრით, ეს „იუვესა“ და „ჩელსიში“ შევძელი, იმედია „ინტერშიც“ გავაკეთებ“, - აღნიშნა კონტემ.

ანტონიო ახლა მილანურ გრანდში მუშაობს წარმატებით. „ნერაძურის“ 11 ტურში 28 ქულა აქვს და ლიდერ „იუვენტუსს“ ერთი ქულა აშორებს. საინტერესოა, რომ კონტეს „ინტერი“ ტოპ ჩემპიონატებში ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა საგარეო შეხვედრა მოიგო (ექვსიდან ექვსი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098178