ფეხბურთი

14:21 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "შესაძლო გათავისუფლებაზე არ ვნერვიულობ"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ლევანტესთან" წაგებული (1:3) ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა გათავისუფლებაზე არ ნერვიულობს.

"უნდა ვაღიარო, რომ გასვლით მატჩებში აშკარად გვიჭირს. უკვე ვთქვი, რომ საგარეო მატჩებში ჩვენი განწყობის გამო ვწუხვარ და მნიშვნელოვანია სწორი საბრძოლო განწყობა გვქონდეს. "ლევანტესთან" მატჩში მეორე ნახევარში დავიკარგეთ. შესაძლო გათავისუფლებაზე კი არ ვნერვიულობ." - ციტირებს AS-ი ვალვერდეს სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანამ" მესამე მარცხი იგემა. მიუხედავად წაგებისა, მადრიდის "რეალმა" "ბეტისის" დამარცხება ვერ შეძლო და სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე რჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109559