ფეხბურთი

13:49 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონიის" დირექტორმა იბრაჰიმოვიჩთან მოლაპარაკება დაადასტურა

"ბოლონიის" დირექტორმა ვალტერ საბატინიმ დაადასტურა, რომ კლუბი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მოლაპარაკებას აწარმოებს და შვედი თავდამსხმელიც დაინტერესებულია იტალიაში დაბრუნებით.

"ზლატანს ჩვენთან გადმოსვლა უნდა, რადგან სინიშა მიხაილოვიჩთან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ კი შევეცდებით ტრანსფერი განვახორციელოთ, რაც წარმოუდგენელი არაა." - ციტირებს საბატინის სიტყვებს Football Italia.

ასევე ავსტრალიური მედია ავრცეებს ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა ასვტრალიაში დაიწყოს თამაში. ზლატანს "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება. MLS-ის 2019 წლის სეზონში შვედმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109061