სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:47 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტის დერბი!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურმა სტარტი სამი შეხვედრით აიღო და სამივე დიდ ინტერესს იწვევდა. მაგრამ მთავარი მაინც „დერბი დელა მოლე“ იყო - ტურინული დუელი.

„ტორინო“ „იუვენტუსთან“ შეხვედრას მოუგებელი სერიით (სექტემბრიდან) შეხვდა და ბუნებრივია, ესოდენ პრინციპულ მეტოქესთან კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავიდა მინდორზე. თავის მხრივ, „იუვემ“ იცოდა, რომ „ინტერს“ უკვე სამი ქულა მოპოვებული და ფეხის დაცდენა ლიდერობის დაკარგვად დაუჯდებოდა. ამიტომ ბევრი რამ იდო სასწორზე. თამაში არ გამოვიდა მაღალი ხარისხის, მაგრამ დაძაბულობა არ აკლდა. უნდა ვთქვათ „ტორინოს“ კარის დარაჯის, სალვატორე სირიგუს შესაშური გარჯა, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა თანაგუნდელები. თუმცა, იტალიის ნაკრების კიპერი 70-ე წუთზე უძლური იყო. მასპინძელთა დაცვა კუთხურისას ჩავარდა და ანგარიში გაიხსნა. გოლი კი, მატიას დე ლიხტის ანგარიშზეა. როგორც იქნა, ჰოლანდიელმა დაცვაშიც უშეცდომოდ (თითქმის) ითამაშა და შეტევაშიც თქვა წონადი სიტყვა. მოკლედ, მატიასმ „იუვეს“ დერბიში 3 ქულა მოუტანა. სხვათა შორის, ისტორიაში „იუვენტუსის“ რიგით მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც „ტორინოს“ გაუტანა. „ბებერმა ქალბატონმა“ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა და 29 ქულას მოუყარა თავი. შესაბამისად, ლიდერობა შეინარჩუნა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „იუვენტუსი“ ტოპ ხუთი ჩემპიონატების გუნდებს შორის ერთადერთია, რომელსაც ჯერ არ წაუგია ყველა ტურნირის და მათ შორის ევროტურნირების ჩათვლით.

სანამ „იუვე“ პიემონტურ დერბის მოიგებდა, იქამდე „ინტერმა“ მოახერხა მორიგი გამარჯვების მოპოვება. არადა, ანტონიო კონტეს გუნდი ძალიან ახლოს იყო, რომ ქულები დაეკარგა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოავლინა დიდებული ხასიათი და თითქმის წაგებული თამაში მოიგო. „ბოლონიასთან“ „ნერაძურის“ ნამდვილად გაუჭირდა და სორიანოს გოლით თამაშის დაწყებიდან ერთი საათის თავზე ჩამორჩა. თუმცა, შემდეგ რომელუ ლუკაკუ ჩაერთო საქმეში. ბელგიელმა 75-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა და ორი საათით გაალიდერდა, მაგრამ საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ კვლავ „იუვენტუსის“ უკან დარჩა ერთი ქულით. სხვათა შორის, ლუკაკუს „ინტერში“ ჩატარებულ 11 შეხვედრაში 9 გოლი დაუგროვდა და ასეთი სტარტი მილანურ გრანდში მხოლოდ და მხოლოდ, თვით ფენომენ რონალდოს ჰქონია... ბარემ იმასაც დავძენთ, რომ „ინტერი“ ტოპ ჩემპიონატებში ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში სტუმრად უკლებლივ ყველა, ექვსივე საგარეო თამაში მოიგო!

ტური კი, რომში გაიხსნა და არანაკლებ მძაფრი დუელით: „რომა“ – „ნაპოლი“. პაულო ფონსეკა ნელ-ნელა დედაქალაქურ გუნდში ჩინებულად მუშაობას იწყებს და მიუხედავად იმისა, რომ „რომაში“ ტრავმების ნამდვილი ეპიდემიაა, მესამე ადგილზე აღაზევა. „ჯალოროსიმ“ კარლო ანჩელოტის „ნაპოლისაც“ აგემა მარცხი. ბრწყინვალე ფორმაშია იტალიური ფეხბურთის იმედი ნიკოლო ძანიოლო, რომელმაც პირველ ტაიმში მოხდენილი გოლით ანგარიში გახსნა. „რომას“ მალევე უპირატესობის გამყარება შეეძლო, მაგრამ ალექსანდრ კოლაროვმა პენალტი გააცუდა. სერბს იტალიელთა კიდევ ერთმა თვალსაჩინო და საიმედო ახალგაზრდამ, ალექს მერეტმა აჯობა. საერთოდ, 22 წლის მეკარემ არაერთი შესანიშნავი სეივი შეასრულა და დაამტკიცა, რომ მალე ბობოლების რიგი დაუდგება. მიუხედავად ამისა, ალექსმა „ნაპოლი“ ვერ გადაარჩინა, რადგან მეორე ნახევარში მასპინძლებმა მეორედ მიიღეს პენალტის დარტყმის შანსი. ამჯერად ბურთთან ჯორდან ვერეტუ მივიდა და გაიტანა. ისე აღვნიშნოთ, რომ მერეტი აქაც ახლოს იყო ბურთის მოგერიებასთან... მართალია ბოლოსკენ არკადიუშ მილიკმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს მხოლოდ სამატჩო ოქმისთვის გამოდგა. „რომა“ ვთქვით, რომ მესამე ადგილზე აღზევდა, მაგრამ „ნაპოლის“ საქმე რთულადაა, უკვე მეშვიდე პოზიციამდე დაეშვა და კარლო ანჩელოტი ვითარებას მალე თუ არ გამაოსწორებს, ვინძლო ახალი სამსახურის ძიებაც მოუწიოს.

„ტორინო“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

ტურინი, „გრანდე ტორინო“

„ტორინო“ (3-5-2): სირიგუ; იცო, ლიანკო, ბრემერი; ოლა აინა, ბაზელი (მილიკო 85), რინკონი (ძაძა 74), მეიტე, ანსალდი; ბელოტი, ვერდი (ლუკიჩი 80)

მწვრთნელი: ვალტერ მაძარი

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, დე შილიო; ბენტანკური (ხედირა 76), პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (რემზი 67); დიბალა (იგუაინი 60), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 0:1 დე ლიხტი (70)

გაფრთხილება: ოლა აინა (44), ანსალდი (63), ბაზელი (68), ბელოტი (90) - ბენტანკური (54), კუადრადო (57)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 14 (10) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 11:6 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დანიელე დოვერი

„რომა“ – „ნაპოლი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ძანიოლო (19), 2:0 ვერეტუ (55, პენ), 2:1 მილიკი (72)

„ბოლონია“ – „ინტერი“ 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 სორიანო (59), 1:1 ლუკაკუ (75), 1:2 ლუკაკუ (90, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.279551
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X