ისტორია

10:08 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

2 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1944. ალექსანდრე მეტრეველი. ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი. ყველაზე პრესტიჟული გათამაშების, უიმბლდონის ტურნირების სამგზის ფინალისტი (ერთეულთა და ორჯერ შერეულ წყვილთა თანრიგში, ოლგა მოროზოვასთან ერთად). 1974 წელს უიმბლდონის ფინალში მოულოდნელად წააგო ჩეხოსლოვაკიელ იან კოდეშთან, რომელთანაც პირად შეხვედრებში დადებითი ბალანსი ჰქონდა. ალექსანდრე მეტრეველი ევროპის თექვსმეტგზის ჩემპიონია, აქედან ექვსჯერ ერთეულთა თანრიგში (1970, 1971, 1973, 1976, 1977, 1978). ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1970). სკანდინავიისა და შვედეთის ჩემპიონი (1966). 1970 წელს მეტრეველი გახდა აზიის ჩემპიონი ერთეულთა და შერეულ წყვილთა თანრიგში. 1971-72 წლებში ალექსანდრე მეტრეველმა ავსტრალიის ხუთივე შტატის ჩემპიონატები მოიგო. 1974 წელს მსოფლიოს საჩოგბურთო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 1974 წელს შედიოდა მსოფლიოს კლასიფიკაციის ათეულში (მე-9). დევისის თასის ფინალისტი. ამ ტურნირში მეტრეველს ჩატარებული აქვს 105 მატჩი (ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩოგბურთელთა შორის), რომელთაგან 78 მოიგო. ალექსანდრე მეტრეველი საბჭოთა კავშირის 29-გზის ჩემპიონია. 1975 წელს გახდა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონი ერთეულთა თანრიგში. ალექსანდრე მეტრეველს მინიჭებული აქვს ავსტრალიის საპატიო მოქალაქეობა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1882. პირველი მატჩი ჩაატარა საფეხბურთო კლუბმა. ინგლისურმა “კორინთიანსმა” სენტ ტომასის ჰოსპიტალის მუშაკთაგან შემდგარ გუნდს 2:1 მოუგო.

1930. სტარტზე განცდილი 12 მარცხის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბირმინგემ სიტის” 2:0 მოუგო. იმ სეზონში მანჩესტერელებმა სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავეს. გუნდმა 27 შეხვედრა წააგო და საკუთარ კარში 115 გოლი გაუშვა.

1970. “კლივლენდ კავალიერსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო. იგი “ფილადელფიასთან” 87:141 (- 54) დამარცხდა.

1977. თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში “ბკ კოპენჰაგენს” 2:1 მოუგო (პირველი შეხვედრა დანიაში ქართველებმა 4:1 მოიგეს) და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდა. თბილისელთაგან ორივე გოლი რევაზ ჩელებაძემ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, კოსტავა, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი (ჩელებაძე), გ. მაჩაიძე, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი (შენგელია), დარასელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1986. ქალთა შორის ნიუ იორკის მე-16-ე მარათონული გარბენი გრეტა ვაიცმა მოიგო (2:28.06).

1986. მამაკაცთა შორის ნიუ იორკის მე-17-ე მარათონული გარბენი ჯანი პოლმა მოიგო (2:11.06).

1988. ერთ-ერთმა მექსიკურმა რადიოარხმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია მაიკ ტაისონის ავტოავარიაში დაღუპვის თაობაზე.

1990. მინესოტას “თარგეთ სენთერში” პირველი საკალათბურთო მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “თიმბერვულვზმა” “დალას მავერიკსს” 98:85 მოუგო.

1991. ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში “ნევადამ” მატჩის მსვლეობისას 35 ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა მოახერხა და საბოლოოდ 55:49 მოიგო.

1991. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო, რიგით 54-ე პირველობის უკანასკნელი ტურის მატჩები ჩატარდა. საკავშირო პირველობის ბოლო გამარჯვებული მოსკოვის ცსკაა, რომელმაც იმავე წელს ამჟამად უკვე არარსებული ქვეყნის თასიც მოიპოვა.

1997. ქალთა შორის ნიუ იორკის 27-ე მარათონული გარბენი შვეიცარიელმა ფრანცისკა როშა-მოზერმა მოიგო (2:28.43).

1997. მამაკაცთა შორის ნიუ იორკის 28-ე მარათონული გარბენი კენიელმა ჯონ კაგვემ მოიგო (2:08.12).

2000. ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად შვედი სპეციალისტ სვენ გორან ერიქსონი დაინიშნა. იგი პირველი არაინგლისელი სპეციალისტის, რომელსაც ინგლისელთა ეროვნული გუნდის მთავარმწვრთნელობა მიანდეს.

2006. სლოვაკეთის საფეხბურთო ნაკრების მთავა მწვრთნელად იან კოციანი დაინიშნა.

2006. საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდი, ტიერი ანრი, რომელიც იმხანად ლონდონის “არსენალის” ღირსებას იცავდა, ინგლისელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის ფეხბურთელად სცნეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1894. უილიამ ჯონსტონი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი (1915).

1917. დარვარდ ნოულზი. დიდი ბრიტანელი აფროსანი. 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1934. კენ როზუოლი. ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” რვა ტურნირი. უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის ტურნირების ფინალებში იასპარეზა 40 წლის ასაკში.

1944. ლიზელ ვესტერმანი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1968 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1944. ალექსანდრე მეტრეველი. ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი. ყველაზე პრესტიჟული გათამაშების, უიმბლდონის ტურნირების სამგზის ფინალისტი (ერთეულთა და ორჯერ შერეულ წყვილთა თანრიგში, ოლგა მოროზოვასთან ერთად). 1974 წელს უიმბლდონის ფინალში მოულოდნელად წააგო ჩეხოსლოვაკიელ იან კოდეშთან, რომელთანაც პირად შეხვედრებში დადებითი ბალანსი ჰქონდა. ალექსანდრე მეტრეველი ევროპის თექვსმეტგზის ჩემპიონია, აქედან ექვსჯერ ერთეულთა თანრიგში (1970, 1971, 1973, 1976, 1977, 1978). ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1970). სკანდინავიისა და შვედეთის ჩემპიონი (1966). 1970 წელს მეტრეველი გახდა აზიის ჩემპიონი ერთეულთა და შერეულ წყვილთა თანრიგში. 1971-72 წლებში ალექსანდრე მეტრეველმა ავსტრალიის ხუთივე შტატის ჩემპიონატები მოიგო. 1974 წელს მსოფლიოს საჩოგბურთო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 1974 წელს შედიოდა მსოფლიოს კლასიფიკაციის ათეულში (9). დევისის თასის ფინალისტი. ამ ტურნირში მეტრეველს ჩატარებული აქვს 105 მატჩი (ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩოგბურთელთა შორის), რომელთაგან 78 მოიგო. ალექსანდრე მეტრეველი საბჭოთა კავშირის 29-გზის ჩემპიონია. 1975 წელს გახდა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონი ერთეულთა თანრიგში. ალექსანდრე მეტრეველს მინიჭებული აქვს ავსტრალიის საპატიო მოქალაქეობა.

1950. ლიუბომირ ლიუბოევიჩი. იუგოსლავიელი დიდოსტატი. მოგებული აქვს ვეიკ-ან-ზეესა და ჰასტინგსის წარმომადგენლობითი საჭადრაკო ტურნირები.

1951. კეტი ჰემონდი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე რბენაში 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1957. რიტა კროკეტი. ამერიკელი ფრენბურთელი ქალი. 1984 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1960. ბრიუს ბაუმგარტნერი. თავისუფალი სტილით ამერიკელი მოჭიდავე. გამოდიოდა ზემძიმე წონით კატეგორიაში. 1984 და 1992 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი. ატლანტის 1996 წლის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ბაუმგარტნერის უპირველესი მოწინააღმდეგე დავით გობეჯიშვილი იყო. ამ ორი ფალავანის დაპირისპირებაში უპირატესობა ქართველი მოჭიდავის მხარესაა. გობეჯიშვილმა ბაუმგარტნერი სეულის ოლიმპიადაზე დაამარცხა. ჩვენს თანამემამულეს ამერიკელთან მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატებისა და თასის პაექრობებიც.

1963. ინეს დაიერსი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოცურავე. 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1967. ზვონიმირ სოლდო. ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების, ზაგრების “დინამოსა” და “კროაციას”, “შტუტგარტის” (1996-2006) მცველი-ნახევარმცველი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. ხორვატიის ნაკრებში ჩაატარა 61 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. უეფას თასის ფინალისტი (1998). წვრთნიდა ზაგრების “დინამოს” და “კიოლნს”.

1967. დერეკ პორტერი. კანადელი ნიჩბოსანი. 1992 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები.

1973. ჯეფ ჰორსფილდი. ლონდონის “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ფორვარდი.

1974. იაროსლავ სპაშეკი. ჩეხი ჰოკეისტი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1977. როდნი ბაფორდი. “ნიუ ჯერსი ნეთსის” მსროლელი (196 სმ).

1989. სტევან იოვეტიჩი. ჩერნოგორიის საფეხბურთო ნაკრების, ბელგრადის “პარტიზანის”, “ფიორენტინას” ფორვარდი. ჩერნოგორიის ნაკრების 13 მატჩში გაიტანა 6 გოლი.

0.161135