ფეხბურთი

0:26 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "ციხეში ბავშვივით ვტიროდი"

მიუნხენის „ბაიერნში“ ული ჰიონესის 49-წლიანი მოღვაწეობა 15 ნოემბერს ოფიციალურად დასრულდება და კლუბის პრეზიდენტის პოსტ დატოვებს. თუმცა, მის ცხოვრებაში რთული პერიოდიც იყო, განსაკუთრებით 2014 წელს, როდესაც თაღლითობის გამო 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. ღრმად ვწუხვარ და კრიტიკა, რომელიც მივიღე სრულიად დამსახურებულია. რთულ პერიოდებში მახსოვს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც იქ გავიცანი. ერთ დღეს, ადამიანი, რომელიც ციხიდან თავისუფლდებოდა, ჩემს საკანში იჯდა და მითხრა, რომ არ იცის, რა უნდა გააკეთოს. ის მარტო აღმოჩნდა, წასასვლელი არ ჰქონდა.

ციხეში წერილებს ვიღებდი და ზოგიერთი იმდენად მწვდებოდა გულში, რომ საკანში ბავშვივით ვტიროდი. ახლა კმაყოფილი ვარ „ბაიერნში“ გატარებული 49 წლით და მადლიერებას ვგრძნობ“, - აღნიშნა ჰიონესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109776