ჭიდაობა

19:11 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: სამი ნახევარფინალისტი 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე

უნგრეთში 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სტარტი აიღო და შეჯიბრების პირველივე დღეს სამი ქართველი ნახევარფინალში გავიდა.

ლევან ქავჟარაძე (63 კგ) რუს ვალიტოვს, გურამ ხეცურიანი (87 კგ), კუბელ ჰეჩავარიას, ხოლო ხვიად პატარიძე (130 კგ) სომეხ ოვასაპიანს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალური მატჩები თბილისის დროით 20:15 საათიდან დაიწყება. აქვე ვთქვათ, რომ დღესვე ასპარეზობას მოულოდნელად ნაადრევ ეტაპზევე გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113264