თამაშგარე

17:20 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნოვიცკის ქუჩა დალასში

ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი დალასში დააფასეს. დალასში ერთ-ერთ ქუჩას დირკ ნოვიცკის სახელი დაარქვეს.

ნოვიცკის ქუჩის გახსნას დალასის მერი დაესწრო, რომელმაც დირკის ღვაწლზე ისაუბრა და American Airlines Center-ისკენ მიმავალ ერთ-ერთ ქუჩას ნოვიცკის სახელი ოფიციალურად მიანიჭა.

"ესეთ დღეს ვერასოდეს წარმოვიდგენდი. როდესაც პირველ აქ ჩამოვედი, მაშინ ამაზე ოცნებაც კი არ შემეძლო. ეს ყველაფერი კალათბურთს სცილდება, ეს უდიდესი დაფასებაა. დიდი მადლობა ამ ქალაქში მაცხოვრებლებს იმ სიყვალუსითვის, რომელსაც წლების განამვლობაში ვგრძნობდი"- განაცხადა ნოვიცკიმ.

ნოვიცკი ნბა-ს ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც თავისის კარიერის 22 სეზონი ერთ გუნდში, "დალას მავერიკსში" გაატარა, სადაც 2011 წელს გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა.

0.125663