ფეხბურთი

15:17 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი როჯერსის შესახებ

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ტელეექსპერტი, ჯეიმი კარაგერი, მიიჩნევს, რომ „ლესტერში“ წარმატებული მუშაობის გამო, ბრენდან როჯერსს მალე უფრო მდიდარი კლუბი წაიყვანს.

„რახან როჯერსს „ლივერპულში“ აქვს ნამუშევარი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ უნდა გამოვრიცხოთ. ბრენდანს „ჩელსის“ უკავშირებენ, ის ხომ ლონდონური კლუბის აკადემიაში მუშაობდა. არის „არსენალიც.“ ალბათ ეს ორი კლუბია, როლებზეც ორიენტაცია შეიძლება ავიღოთ.

ნუ დავივიწყებთ ინგლისის ნაკრებსაც. უცნობია კიდევ რამდენ ხანს იმუშავებს იქ გარეთ საუთგეიტი.

თუ როჯერსი „ლესტერს“ პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოახვედრებს, მისი სხვა კლუბში გადასვლის შანსი ერთი ორად გაიზრდება.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Daily Express.

ამჟამად „ლესტერი“ პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113441