ჩოგბურთი

14:49 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა, ჯოკოვიჩმა და ციციპასმა სეზონში 50-ე შეხვედრა მოიგეს

2019 წელს რაფაელ ნადალმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და სტეფანოს ციციპასმა 50-ე გამარჯვება იზეიმეს.

ჩოგბურთელები პარიზის მასტერსზე ასპარეზობენ. რაფამ სტანისლას ვავრინკას 6:4, 6:4 მოუგო, ჯოვიჩმა კაელ ედმუნს 7:6, 6:1 აჯობა, ხოლო ციციპასმა დე მინაური 6:3, 6:4 დაამარცხა.

ჯოკოვიჩისთვის კარიერის მანძილზე მე-12 სეზონია, სადაც მინიმუმ 50 შეხვედრას მოიგო, ნადალისთვის - მეთერთმეტე, ხოლო ციციპასმა აღნიშნულ შედეგს პირველად მიაღწია.

პარიზის მასტერსის 1/4-ფინალში ჯოკოვიჩი ციციპასს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ბერძენი სერბს 2:1-ს უგებს. ნადალი ჟო-ვილფრედ ცონგას შეხვდება.

0.116061