ჩოგბურთი

13:44 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ჩინურ ტურნირს გამოეთიშა

ჩინეთის ქალაქ ლიუჟუში მიმდინარე ტურნირს ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა.

1/4-ფინალში ბოლქვაძე ავსტრალიელ არინა როდიონოვს გაეჯიბრა. მარიამი პირველ სეტში 1:4-ს აგება, რა დროსაც ქართველმა თამაში შეწყვიტა. შემდგომ ბოლქვაძემ თავის ფეისბუქ გვერდზე განმარტა თამაშის შეწყვეტის მიზეზები.

"სამწუხაროდ, დღეს Liuzhou-ს 60.000$-იანი ტურნირის მეოთხედფინალში იძულებული გავხდი თამაშიდან მოვხსლინიყავი თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნების გამო. შემდეგი ტურნირი სამშაბათს იწყება და იმედია თავს უკეთესად ვიგრძნობ. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის"- განაცხადა ბოლქვაძემ.

0.155792