ფეხბურთი

11:52 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: „მესის და გრიზმანს კონფლიქტი არ აქვთ“

„ბარსელონას“ მცველმა, ჟერარ პიკემ, განაცხადა, რომ მის თანაგუნდელებს, ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანს ერთმანეთში კონფლიქტი არ აქვთ.

„ლეოს და ანტუანს ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. მესის ისეთივე დამოკიდებულება აქვს გრიზმანთან, როგორც სხვა ფეხბურთლებთან. გამორჩეული, ცხადია, ლუის სუარესია, ისინი ძმებივით არიან. დანარჩენებთან კი ლეოს უბრალოდ კარგი დამოკიდებულება აქვს.“ - ციტირებს პიკეს სიტყვებს Goal.com

საქმე ის არის, რომ ცოტა ხნის წინათ, გრიზმანმა ჟურნალისტებს უთხრა: არგენტინელთან საერთო ენას ვერ ვპოულობო. ამას მოჰყვა ხმები, თითქოს მესის პსჟ-დან ნეიმარის დაბრუნება სურს, მასთან ერთად ურჩევნია თამაშიო. თუმცა, მოგვიანებით, არგენტინელმა ეს ჭორები უარყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123682