ფეხბურთი

10:18 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი: „ლევანდოვსკი ახლა კარიერაში საუკეთესო ფორმაშია“

ბუნდესლიგის მე-10 ტურში, ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩის წინ, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ფეხბურთი შედეგზეა ორიენტირებული. კარგია, როცა იმარჯვებ და თან ლამაზად თამაშობ. ბოლო დროს ასე გარჯა აღარ გამოგვდის. მოგებები გვჭირდება, რათა საკუთარი თავის მეტად ვირწმუნოთ.

ჩემი ფეხბურთელებისგან ორთაბრძოლებისას მეტ ჟინიანობას და ბოლომდე დახარჯვას ველი.

რთული მატჩი გვექნება ძალიან კარგ გუნდთან.

ლევანდოვსკი? ის შეუდარებელია. ვფიქრობ, ამჟამად კარიერაში საუკეთესო ფორმაშია. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან თამაშობს. ვიმედოვნებ, ტრავმები ხელს არ შეუშლის და კიდევ ბევრ გოლს გაიტანს.“ - უთხრა კოვაჩმა მიუნხენური კლუბის პრესსამსახურს.

0.114232