კალათბურთი

9:48 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ ხელი მოიტეხა

„გოლდენ სტეიტის“ მთავარვარსკვლავმა, სტეფენ კარიმ, ნაციონალური ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ფინიქს სანზთან“ (110:121) მარცხენა ხელი მოიტეხა. ინციდენტი მესამე მეოთხედში მოხდა, როცა ბურთისთვის ბრძოლაში კარი მეტოქე აარონ ბეინსს შეეჯახა და უხერხულად წაიქცა, ზემოდან კი მეტოქე დაეცა.

როდის დაუბრუნდება კარი პარკეტს ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარე სეზონში ეს „გოლდენ სტეიტის“ მესამე მარცხი გახლდათ ოთხ მატჩში.

0.171965