ჭიდაობა

1:22 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იწყებენ

დღეს უნგრეთში სტარტს აიღებს 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში დაიწყება.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) დაიცავენ.

პირველ დღეს შეხვედრები წინასწარ და ნახევარფინალურ ეტაპზე გაიმართება. აქვე შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველომ ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113893