ფეხბურთი

23:44 | 31.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ლევან ბაჯელიძის გუნდი 8 ნოემბერს, სტუმრად ჯერ იტალიას დაუპირისპირდება, 12 ნოემბერს კი, დანიაში ადგილობრივ ნაკრებთან ითამაშებს. საქართველოს ნაკრები უახლოესი შეხვედრებისთვის თბილისში მოემზადება. მთავარმა მწვრთნელმა ამ ეტაპზე 21 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნორჩი დინამო, თბილისი)

მცველები: ნინო სუთიძე, თამარ ქველიძე, ნინო ჩხარტიშვილი, (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), ლელა ჭიჭინაძე, ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)

​​ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში გამართული სამი მატჩის შემდეგ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მეხუთე ადგილზეა.

​საქართველოს ქალთა ნაკრების განრიგი:

​იტალია - საქართველო​
ბენევენტო, 8 ნოემბერი, 20:30 (თბილისის დროით)

​დანია - საქართველო
ვიბორგი, 12 ნოემბერი, 21:00 (თბილისის დროით)

gff.ge

0.163125