ფეხბურთი

22:40 | 31.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პიანიჩი "ტორინოსთან" ვერ ითამაშებს

ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი "ტორინოსთან" გასამართ იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის მატჩს გამოტოვებს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, სამწვრთნელო შტაბმა გარისკვა არ გადაწყვიტა და ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა.

პიანიჩს კუნთის ტრავმა აქვს და "ჯენოასთანაც" ვერ მიიღო მონაწილეობა. 29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.127627