ფეხბურთი

19:40 | 31.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუნი "დერბის" იანვარში შეუერთდება

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი უეინ რუნი "დერბის" ოფიციალურად 2019 წლის დასაწყისში შეუერთდება. ინგლისელმა თავდამსხმელმა "დი სი იუნაიტედი" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვა და "დერბის" ბაზა უკვე მოინახულა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

უეინ რუნი ამერიკაში სათამაშოდ 2018 წლის ივლისში "ევერტონიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა "დი სი იუნაიტედის" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. "დერბი" ჩემპიონშიფში 18 ქულით მე-16 ადგილზეა.

თეგებიუეინ რუნი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103251