სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:14 | 31.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ უეფას გროუ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

30-31 ოქტომბერს, მადრიდი უეფას GROW კონფერენციას მასპინძლობს. ესპანეთის დედაქალაქში ორდღიან კონფერენციას უეფას წევრი ქვეყნების ფედერაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. მადრიდში 55 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი ჩავიდა. საქართველოს კონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა წარმოადგენენ.

კონფერენციის პირველი დღე უეფას წარმომადგენლებს და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს დაეთმოთ, რომლებმაც კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საუბრის მთავარი თემა მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო. უეფას GROW პროგრამაში ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი აღნიშნული პროგრამა ესპანეთს როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

უეფას სპეციალურმა წარმომადგენლებმა წევრი ასოციაციების მიმდინარე საქმიანობაზე გაამახვილეს ყურადღება და უეფას GROW პროგრამის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე ასოციაციების მიერ წარმოებული სამუშაოების ეფექტიან საკომუნიკაციო საშუალებებზე.

კონფერენციის ფარგლებში მადრიდში ასევე პანელ-დისკუსია გაიმართა, რომელშიც უეფას GROW პროგრამის ოთხმა გამორჩეულმა ფედერაციამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ საქართველოს, ავსტრიის, შვედეთის და ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. მთავარი თემა სტრატეგიული გეგმარება იყო, დისკუსიაში აღნიშნული ოთხი ფედერაცია უეფამ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით მიიწვია. პანელ-დისკუსიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ,რომ 2017 წლის მარტში, უეფას GROW სამიტს თბილისმა უმასპინძლა და მასში 13 ქვეყანა მონაწილეობდა.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110493
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X