ფეხბურთი

22:02 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო მზადაა "არსენალი" ჩაიბაროს

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო თითქმის ერთი წელია უმუშევარია და როგორც ESPN-ი იტყობინება, ლონდონის „არსენალში“ მუშაობის სურვილს გამოთქვამს.

„მეთოფეებმა“ მიმდინარე სეზონი არასტაბილურად დაიწყეს და ამჟამად ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც არ იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, არაა გამორიცხული უახლოეს ხანებში უნაი ემერის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინონ.

მოურინიო კი, მზადაა ლონდონელთა წინადადება მიიღოს და ინგლისში „ჩელსისა“ და „მანჩესტერის“ შემდეგ მესამე გუნდი ჩაიბაროს.

„არსენალი“ პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ 16 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109925