ფეხბურთი

19:10 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" რაკიტიჩისთვის ბრძოლაში ჩაერთო

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი შესაძლოა ზამთარის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდეს.

Marca-ს ცნობით, „როხიბლანკო“ ხორვატი ფეხბურთელით სერიოზულ ინტერესს იჩენს. სავარაუდო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ დასახელებულა, მაგრამ „ბარსელონას“ გეგმებში ფეხბურთელი არ ჯდება.

ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შემდეგ რაკიტიჩმა კატალონელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მიმდინარე სეზონში მწირი სათამაშო დროის გამო უკმაყოფილება უკვე გამოთქვა.

„ატლეტიკოს“ გარდა რაკიტიჩს იტალიაში, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ ეპატიჟებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119786