ფეხბურთი

17:17 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ულტრასებს შუა თითი ბალოტელისგან

იტალიური „ბრეშას“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი არასდროს გამოირჩეოდა მშვიდი ხასიათით და ასაკის მატების მიუხედავად არაფერი შეცვლილა.

სერია A-ს მეათე ტურში „ბრეშამ“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლა, რომლის აკადემიაში თავის დროზე მარიო აღიზარდა და შემდეგ მთავარ გუნდში ითამაშა. თუმცა, „ნერაძურის“ ქომაგებს ბალოტელი რბილად რომ ვთქვათ, გულზე არ ეხატებათ.

„მარიო რიგამონტის“ ტრიბუნებიდან გუშინ არაერთხელ გაისმა სტუმარი ქომაგების შეძახილი: „ბალოტელი ბ***ს შვილი!“ სიტყვიერ შეურაცხყოფას იტალიელი ფეხბურთელი არ შეეგუა და საპასუხოდ შავ-ლურჯების ულტრასებს შუა თითის კომბინაცია უჩვენა...

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ „ბრეშა“ ლაუტარო მარტინესისა და რომელუ ლუკაკუს გოლებით დაამარცხა (2:1) და ამ დროისთვის სერია A-ს 25 ქულით ლიდერობს, თუმცა „იუვენტუსს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11369