ფეხბურთი

16:16 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფეიენოორდი“ ადვოკაატმა ჩაიბარა

ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი, დიკ ადვოკაატი, „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ოფიციალურად მას მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის სტასუსი მიენიჭა. ის როტერდამულ კლუბში სეზონის ბოლომდე იმუშავებს - გვამცნობს AD.nl.

ადვოკატმა ამ პოსტზე იაპ სტამი შეცვალა, რომელიც უხეიროდ დაწყებული სეზონის კვალად გადადგა. სტამმა „ფეიენოორდი“ წლეულს ზაფხულში ჩაიბარა. მაგრამ მიმდინარე სეზონში კლუბმა 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 14 ქულა დააგროვა და ჰოლანდიის ჩემპიონატის ცხრილში მე-11 ადგილზეა.

ადვოკაატი მანამდე „ალკმაარს,“ „სანდრლენდს,“ პსვ-ს, „გლაზგო რეინჯერსს,“ „ზენიტს.“ ასევე ჰოლანდიის, სამხრეთ კორეის, ბელგიის, რუსეთისა და სერბეთის ეროვნულ გუნდებს წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.481737