ფეხბურთი

15:18 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ერთხელაც, ჩავი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდება“

„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს თავის ყოფილ შეგირდზე, ჩავიზე ესაუბრა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ერთხელაც, ის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გსხდება.

„ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. ჩავი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ის ჯერ ახალგაზრდაა. მას შესანიშნავად ესმის ფეხბურთი, ჟინიანი კაცია, რომელიც მთლიანადაა საქმეში ჩართული. გაბედულია, ყველაფერს პირდაპირ ამბობს.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Catalunya Radio.

თავად ჩავიც ამბობს, რომ მისი მიზანი „ბარსელონას“ გაწვრთნაა. თუმცა აღიარა, რომ ცუდი არ იქნებოდა, ინგლისურ პრემიერლიგაში ემუშავა.

შგახსენებთ, რომ ამჟამად ჩავი ყატარულ „ალ სადს“ წვრთნის, სადაც კარიერა დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111523