ჭიდაობა

22:55 | 29.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ორი ოქროს მედალი 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე

მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველომ ორი ოქროს მედალი მოიპოვა! მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები მირზა სხულუხიამ და ტარიელ გაფრინდაშვილმა მოიგეს.

70 კგ წონით კატეგორიის ფინალში სხულუხიამ რუსეთის წარმომადგენელი ჩერმან ვალიერი წმინდად დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

უმაღლესი სინჯის მედალს 79 კგ წონით კატეგორიაში ტარიელ გაფრინდაშვილიც შესწვდა. ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ ბრძლაში აზერბაიჯანელი აბაკაროვი 59 წამში დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

აქვე ვთქვათ, რომ დღეს ნახევარფინალში დამარცხდნენ და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის გავლენ ხალიჩაზე გიორგი სულავა და ზურიკო ურთაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116575