ფეხბურთი

18:47 | 29.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის მინიშნება? "სალამი ესპანეთო, მე ვბრუნდები"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე წლის მიწუურლს (31 დეკემბერს) ლოს ანჯელეს „გალაქსისთან“ კონტრაქტი ეწურება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ამერიკას დატოვებს.

მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს 38 წლის ფორვარდი კარიერას. აქამდე ყველაზე ხშირად იტალიის სერია A-სთან აკავშირებდნენ, მაგრამ დღეს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს: „სალამი ესპანეთო. გამოიცნობთ? მე ვბრუნდები“.

რა თქმა უნდა, ეს კონკრეტულად არაფერს ნიშნავს, მაგრამ შესაძლოა იბრამ მინიშნება გააკეთა, რომ კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს, სადაც 2009-2010 წლების სეზონში („ბარსელონაში“) თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123246