ფეხბურთი

14:44 | 29.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონის" ღირსეული საქციელი - "წმინდანების" ქველმოქმედება სამარცხვინო წაგების შემდეგ

ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში „საუთჰემპტონი“ საკუთარ მოედანზე „ლესტერ სიტისთან“ საშვილიშვილოდ შერცხვა და სარეკორდო ანგარიშით წააგო - 0:9.

ახლა კი, „წმინდანების“ ვებგვერდი გვამცნობს, რომ გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი თავიანთ ხელფასს ქველმოქმედებას მოახმარენ.

„პირველი გუნდის მოთამაშეები და ტექნიკური პერსონალი გასული პარასკევის საკუთარ ანაზღაურებას #SaintsFoundation-ში გადარიცხავენ“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

უნდა ითქვას, რომ ეს არის ბრწყინვალე ინიციატივა და საქველმოქმედო ნაბიჯი სარეკორდო და სამარცხვინო წაგების დასავიწყებლად.

0.112829