ფეხბურთი

22:56 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეიმსის" კედელი

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი „რეიმსი“ მიმდინარე სეზონში საფეხბურთო საზოგადოებას აკვირვებს. ფრანგული გუნდი ლიგა 1-ში 11 ტურის შემდეგ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მეორე ადგილს მხოლოდ ქულა აშორებს.

თუმცა, ამაზე უფრო გასაკვირია ამ გუნდის თამაში დაცვის ხაზში - 11 მატჩი და მხოლოდ 4 გაშვებული გოლი.

ტოპ ჩემპიონატებში (ლიგა 1, პრემიერლიგა, ბუნდესლიგა, ლა ლიგა, სერია A) ეს საუკეთესო მაჩვენებელია და დაცვაში მსგავსი სტაბილური თამაშით ჯერჯერობით სხვა ვერავინ დაიკვეხნის. ცნობისთვის, ამ კუთხით მეორე პოზიციაზე „ვოლფსბურგია“, რომელმაც 5 გოლი გაუშვა, თუმცა „რეიმსზე“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ შარშან „რეისმა“ ლიგა 1-ში მერვე ადგილი დაიკავა, რაც 1976 წლიდან მისთვის საუკეთესო შედეგი იყო. ახლა კი, გაცილებით მაღალ მიზნებს უტევს. შეგახსენებთ, „რეიმსში“ ერთი ხანობა (2015-2016 წლების სეზონში) საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ირჯებოდა.

თეგებირეიმსი