ფეხბურთი

22:10 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

დესტმა ჰოლანდიას ამერიკა ამჯობინა

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველმა სერჯინო დესტმა არჩევანი გააკეთა და ამიერიდან აშშ-ს ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. 18 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს ჰოლანდიის ნაკრებში თამაშის შანსი ჰქონდა, მაგრამ არჩევანი ამერიკელთა სასარგებლოდ გააკეთა.

დესტი ჰოლანდიაში, ქალაქ ალმერეში დაიბადა, ხოლო 2012 წელს „აიაქსის“ აკადემიაში მოხვდა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 16 თამაში ჩაატარა და თავისი დამაჯერებელი გარჯით ორი ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დააინტერესა.

დესტს დედა ჰოლანდიელი ჰყავს, მამა - ამერიკელი. აშშ-ს ნაკრებში კი, პირველად ნოემბერში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მიიწვევენ, როდესაც იანკები მექსიკასა და ურუგვაის დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129262