ფეხბურთი

17:16 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" 2000

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერლიგაში მე-2000 გოლი გაიტანა და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც აღნიშნულ ჩემპიონატში ხსენებულ ნიშნულს უწია.

საიუბილეო გოლის ავტორი სკოტ მაკტომინეი გახდა, რომელმაც „ნორვიჩის“ კარი დალაშქრა.

ეს კი, „მანჩესტერის“ მიერ პრემიერლიგაში გატანილი საიუბილეო გოლების ავტორები არიან:

სკოტ მაკტომინეი - 2000 (2019 წლის ოქტომბერი)

დიმიტარ ბერბატოვი - 1500 (2011 წლის დეკემბერი)

კრიშტიანუ რონალდუ - 1000 (2005 წლის ოქტომბერი)

ენდი კოული - 500 (1999 წლის თებერვალი)

ანდრეი კანჩელსკისი - 100 (1993 წლის ნოემბერი)

შეგახსენებთ, პრემიერლიგის მე-10 ტურში „მანჩესტერმა“ „ნორვიჩ სიტი“ 3:1 დაამარცხა და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი საგარეო გამარჯვება იზეიმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129323