ფეხბურთი

13:15 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა დეკემბრამდე ვერ ითამაშებს

"მანჩესტერის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა მოედანს დეკემბრამდე ვერ დაუბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი სულშერზე დაყრდნობით ავრცელებს.

"არამგონია პოგბმა დეკემბრამდე მოედანზე ვიხილოთ. მას დრო სჭირდება, ტრავმა რომ მოიშუშოს. მისი ნახვა საქმეში ალბათ დეკემბრიდან შეგვეძლება"- განაცხადა ოლე გუნარ სულშერმა.

პოგბამ ზაფხულში კოჭი დაიზიანა, რაც შემდეგ მატჩებში კიდევ გაიმიზეზა და საბოლოოდ კოჭის სერიოზული ტრავმა მიიღო.

პოგბას გარეშე მოასპარეზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატში 10 ტურის შემდეგ 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11573